ჟოზეფ ბორელი - გამოსავლის მოძებნაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიასა და მთავრობას, თუმცა პარლამენტის ბოიკოტირება არ წაადგება დემოკრატიის ფუნქციონირებას

გამოსავლის მოძებნაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიასა და მთავრობას. ასევე პარლამენტის ბოიკოტირება არ წაადგება დემოკრატიის ფუნქციონირებას და პოლიტიკურ პლურალიზმს. ყველა პარტიამ, ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა გაითვალისწინოს არსებული სიტუაციის ფართო შედეგები, ქართველი ხალხის ინტერესები წინ უნდა დააყენოს და გამოძებნოს გამოსავალი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს შხვედროს შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრა თქვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დროს გაიმართა. გასული წლის შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებიდან ევროკავშირს არაერთხელ უთქვამს, რომ ყველა პოლიტიკურმა აქტორმა აუცილებლად უნდა გამოძებნოს საერთომ ენა და არსებული პოლიტიკური სიტუაციიდან გამოსავალი. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია იმ დროს, როცა საქართველომ უნდა გადაჭრას კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხები, პანდემია და მიაღწიოს წარმატებას რეფორმების განხორციელების დღის წესრიგში, მათ შორის საარჩევნო რეფორმის, სასამართლო რეფორმის ჩათვლით.

მე ხაზი გავუსვი, რომ გამოსავლის მოძებნაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ პარტიასა და მთავრობას.

ასევე პარლამენტის ბოიკოტირება არ წაადგება დემოკრატიის ფუნქციონირებას და პოლიტიკურ პლურალიზმს.

ყველა პარტიამ, ყველა პოლიტიკურმა აქტორმა უნდა გაითვალისწინოს არსებული სიტუაციის ფართო შედეგები, ქართველი ხალხის ინტერესები წინ უნდა დააყენოს და გამოძებნოს გამოსავალი.

თქვენ იცით, რომ ევროკავშირი დიდი ხანია არის ჩართული საქართველოში პოლიტიკური პარტიების დიალოგის ფასილიტატორობაში და ახლახანს ჩვენ გადავედით ფასილიტატორობიდან მედიაციაზე, მარტის დასაწყისში ევროკავშირის პრეზიდენტის შარლ მიშელის თბილისში ვიზიტის შემდეგ.

ჩვენ დღეს არაფორმალურ შეხვედრაზე ამ მედიაციის საკითხი განვიხილეთ, რომელსაც პირადად შარლ მიშელი ხელმძღვანელობს.

საწუხაროდ, ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა, ჩემსა და პრემიერ-მინისტრს შორის გამართული დისკუსიიდან შევიტყვე, რომ ის მოწოდებულია კონსტრუქციული თანამშრომლობისა და პროგრესისკენ და იგივე უნდა გაკეთდეს ოპოზიციის მხრიდანაც“, - აღნიშნა ბორელმა.

მისივე თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი უახლოეს დღეებში კონკრეტულ შეთავაზებებს წარმოადგენს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს