ჟოზეფ ბორელი - ჩემზე არ არის დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები - რაც შემიძლია გითხარით არის ის, რომ ეუთო არჩევნებს განიხილავს როგორც თავისუფალს

ჩემზე არ არის დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები, - ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ქართული ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნას შეეხებოდა.

"ჩემზე არ არის დამოკიდებული იმის გადაწყვეტა, უნდა იყოს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები. რაც შემიძლია გითხარით არის ის, რომ ეუთო განიხილავს ჩატარებულ არჩევნებს როგორც თავისუფალსა და დამოუკიდებელს“, - განაცხადა ბორელმა.

შეგახსენებთ, რომ ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო