ოლივერ ვარჰეი - დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს, ორივე მხარე უნდა იყოს ჩართული კონსტრუქციულ დიალოგში, რომელიც მიგვიყვანს გადაწყვეტილებამდე

დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს, ორივე მხარე უნდა იყოს ჩართული კონსტრუქციულ დიალოგში, რომელიც მიგვიყვანს გადაწყვეტილებამდე, - ამის შესახებ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობა ყურადღებით აკვირდება პოლიტიკურ გზავნილებს და ამბიციურ გეგმას, რომელიც საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გააჩნია.

"გასული წლის შემოდგომის არჩევნების შესახებ მინდა ვთქვა, რომ დემოკრატიამ უნდა გაიმარჯვოს, ორივე მხარე უნდა იყოს ჩართული კონსტრუქციულ დიალოგში, რომელიც მიგვიყვანს გადაწყვეტილებამდე და ეს გადაწყვეტილება კონსტიტუციის საფუძველზე გაკეთდება. აღმოსავლეთ პარტნიორობა ყურადღებით აკვირდება პოლიტიკურ გზავნილებს, ამბიციურ გეგმას, რომელიც საქართველოს გააჩნია ასოცირების ფარგლებში“, - განაცხადა ვარჰეიმ.

ევროკომისარმა ისაუბრა ვაქცინაციაზეც და აღნიშნა, რომ აქცენტი ახლა კეთდება ვაქცინაციის კამპანიაზე და მოხარულია, რომ 13 მარტს საქართველოში ვაქცინების პირველი პარტია ჩავიდა.

„ძალიან ოპერატიულად და დროულად მოვახდინეთ რეაგირება, მნიშვნელოვანი სამედიცინო მარაგების ორგანიზება, 130 მილიონზე მეტი იყო გამოყოფილი გასულ წელს კოვიდის დაძლევის მიზნით. 50 მილიონი ევრო იყო გამოყოფილი მიკრო-ფინანსური დახმარებისთვისაც. ჩვენი აქცენტი ახლა კეთდება ვაქცინაციის კამპანიაზე, ძალიან მახარებს, რომ შაბათ დილით საქართველოში ჩამოვიდა ვაქცინების პირველი პარტია "კოვაქსის" ინიციატივის ფარგლებში, ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი დონორი ვართ ამ პლატფორმაზე და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მხარდამჭერი ამ ინიციატივის. დავეხმარებით ვაქცინაციის კამპანიის წარმოებაშიც, რომელიც წარმატებით დაიწყო გუშინ. საქართველოს მოქალაქეები დახმარებას მომავალშიც მიიღებენ და უკეთესი, მწვანე ეკონომიკა იარსებებს კრიზისის დაძლევის შემდეგ“, - განაცხადა ევროკომისარმა.

მისივე განცხადებით, ევროკავშირი უმსხვილესი პარტნიორია საქართველოსთვის.

„ჩვენი აქცენტი კეთდება დაკავშირებადობაზე, რაც არის ციფრული კომუნიკაციები, ტრანსპორტი და ა.შ. ევროკავშირი უმსხვილესი პარტნიორია საქართველოსთვის, ჩვენ ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება ექსპორტზე, ექსპორტის პოტენციალის განვითარებაზე, დივერსიფიკაციაზე, ევროკავშირში ქართული პროდუქციის შემოტანაზე. ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ზრდა და დასაქმება სწრაფად, ეს არის ნებისმიერი ეკონომიკური აღმასვლის და მდგომარეობის დაძლევის საწინდარი“, - განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს