ირაკლი ღარიბაშვილი - ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვთქვით, რომ ვიყავით და ვართ მზად, გავაგრძელოთ დიალოგი ოპოზიციასთან

თავიდანვე ძალიან მკაფიოდ და ნათლად ვთქვით, რომ ვიყავით და ვართ მზად, გავაგრძელოთ დიალოგი ოპოზიციასთან,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-6 სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ რამდენიმე კონსტრუქციული ძალისხმევა განვახორციელეთ, რომ წნეხის დეესკალაცია მომხდარიყო. ძალიან აქტიურად ვიყავით ამ პროცესში ჩართულნი. არ მინდა დეტალებში შევიდე, რადგან მოლაპარაკების პროცესი გრძელდება. ბატონი დანიელსონი საქართველოშია და შეხვედრებს მართავს ოპოზიციასთანაც და „ქართულ ოცნებასთანაც“. ამიტომ, დაველოდებოდი საბოლოო შედეგს ამ კონსულტაციებიდან",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე განმარტა, რა იგულისხმა განცხადებაში, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არ იქნება მიღებული.

„მიუხედავად ჩვენი განსხვავებული მოსაზრებებისა ან პოლიტიკური მიკერძოებისა, ჩვენ ყველამ უნდა დავიცვათ სამართლის უზენაესობა. ესაა მიდგომა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით. გადაწყვეტილება, რომელიც ძირს გამოუთხრის სასამართლო სისტემას, სამართლის უზენაესობას არაა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, სწორედ ეს ვიგულისხმე“,- აღნიშნა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო:

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო