ჟოზეფ ბორელი - საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შენგენის ზონაში 1,2 მილიონი უვიზო ვიზიტი განხორციელდა და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა

საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შენგენის ზონაში 1,2 მილიონი უვიზო ვიზიტი განხორციელდა და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა ჩვენთან ვიზიტით, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, აუცილებელია, რომ გამომგზავრებამდე მოხდეს მოქალაქეების შემოწმება, რათა ლეგიტიმური იყოს მათი მოგზაურობის მიზნები.

„ვისაუბრეთ სხვადასხვა საკითხზე, ევროკავშირსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის ურთიერთობაზე სხვადასხვა სფეროში. საქართველოს მოქალაქეების მხრიდან შენგენის ზონაში 1,2 მილიონი უვიზო ვიზიტი განხორციელდა და იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩამოვა ჩვენთან ვიზიტით. იყო გარკვეული განაცხადები, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში. აუცილებელია, რომ გამომგზავრებამდე შემოწმება მოხდეს მოქალაქეების, რათა ლეგიტიმური იყოს მათი მოგზაურობის მიზნები", - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა