ჟოზეფ ბორელი - ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ

ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი საუკეთესო ინტერესებით მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად.

„რეგიონალურადაც ვისაუბრეთ, თუ რა მდგომარეობაა კავკასიაში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირში, ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ. ჩვენ უნდა ვახსენოთ, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისია და მისი როლი, ასევე რუსეთის ჩართულობა და როლი - ეს ასპექტები იყო განხილული. დიდი მადლობა ბატონ პრემიერ-მინისტრს, რომ თავისი მოსაზრებები გაგვაცნო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და დრო არის, გადამწყვეტი. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰყავდეთ წარმომადგენლები ხელისუფლებაში, რომლებიც წარმოადგენენ მათ ინტერესებს ევროკავშირში, ჩვენთან ურთიერთობაში და ჩვენც, საუკეთესო ინტერესებით ვმოქმედებთ ქართველი ხალხის ინტერესების დასაცავად" , - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა