ანრი ოხანაშვილი - თუკი ვინმე კითხვის ნიშანს დასვამს არჩევნების მიმართ, ეს ნიშნავს, რომ კითხვებს ევროპული ინსტიტუციებისადმი სვამენ

მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი დასავლელი პარტნიორი, ყველა ევროპული ინსტიტუტი ცალსახად მიუთითებს, რომ საქართველოში არჩევნები შედგა და იყო დემოკრატიული, არჩევნებისადმი კითხვის ნიშნები ვერავითარ ლეგიტიმურობას ვერ შეიძენს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.

მისივე შეფასებით, ბრიუსელიდან გაკეთებული გზავნილებით კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ გზა, რომელიც პარლამენტს მიღმა, ქუჩაში გადის, საქართველოს არჩევანს არ შეესაბამება.

"ევროპელი პარტნიორები ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების არჩევანს არ იწონებენ. შესაბამისად დასკვნა მარტივია, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოში უნდა წარიმართებოდეს, ხოლო პროცესების საკანონმდებლო ორგანოს გვერდის ავლით წარმართვა არც ევროპის და არც ჩვენი სხვა სტრატეგიული პარტნიორების ინტერესებში არ შედის, რადგან ეს არ არის გზა დემოკრატიისაკენ. პირიქით, ეს ხელს უშლის ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას. ჩვენი პარტნიორები ასეთი ფორმით სვლას არ იწონებენ", - განუცხადა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

აქვე ოხანაშვილმა დასძინა, რომ საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას პარტნიორები ეუთო/ოდირის დასკვნას ეყრდნობიან, რომელიც არ სვამს კითხვებს არჩევნების კონკურენტულ პირობებში, დემოკრატიის პრინციპების დაცვით ჩატარების თაობაზე.

"თუკი ვინმე კითხვის ნიშანს დასვამს არჩევნების მიმართ, ეს იმას ნიშნავს, რომ კითხვებს ევროპული ინსტიტუციებისადმი სვამენ, არ ენდობიან ევროპელ დიპლომატებს და არ ენდობიან ისეთ ინსტიტიციას, როგორიცაა ეუთო/ოდირი", - განაცხადა ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა