ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, პედაგოგების აცრა ვაქცინაციის გეგმის მესამე ეტაპზე მოხდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა ცენტრის ხელმძღვანელის ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, პედაგოგების ვაქცინაცია იგეგმება.

როგორც მან აღნიშნა, გეგმის მიხედვით, მასწავლებლების ვაქცინაცია მესამე ეტაპზე უნდა დაიწყოს.

“პედაგოგების ვაქცინაცია ჩვენს გეგმაში არის გაწერილი. რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია და ვიცით, რომ პედაგოგების საზოგადოება აუცილებლად უნდა აიცრას. ეს არის საკმაოდ ორგანიზებული კოლექტივი, რომელიც ვაქცინაციისკენ ჩვენი გეგმის მიხედვით მესამე ეტაპზე მიემართება, ეს გაწერილი გვაქვს გეგმაშიც“, - განაცხადა ზახაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს