ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გაიმართება

„საქართველო და რუსეთი: რა შეიცვალა?“ - ამ სახელწოდებით, ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრი 17 მარტს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმში ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მრგვალ მაგიდას გამართავს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებას გახსნის ილია ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი თემით: „პოლიტიკა და მეხსიერება“.

„დამსწრეებს ასევე მიმართავენ ცენტრის დირექტორი ნინო კალანდაძე და კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელი, დოქტორი ტომას შრაპელი. მოხსენებებით წარდგებიან ისტორიკოსი, გამომცემლობა ინტელექტისა და არტანუჯის დამფუძნებელი ბუბა კუდავა, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარები რუსიკო კობახიძე და დავით ხვადაგიანი, ყოფილი დიპლომატი, პოლიტოლოგი გია ჯაფარიძე, მხატვარი ნიკო ცეცხლაძე, კონსტიტუციონალისტი, საქართველოს "დემოკრატიული ინიციატივის" დამფუძნებელი გიორგი მშვენიერაძე, სამოქალაქო აქტივისტი, საბაუნის პროფესორი არინა თავაქარაშვილი, ჟურნალისტები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.

მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ თემებზე როგორიცაა: სამოქალაქო მეხსიერება და პოლიტიკა, პირველი ქართული კონსტიტუცია, შემოქმედებითი ელიტის მოლოდინები და რეალობა ოკუპაციის შემდგომ პერიოდში, ცხოვრება საბჭოთა კავშირში, ორი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკური გამოწვევები, მიმდინარე ოკუპაცია და სხვ. მოხსენებების შემდგომ გაიმართება დისკუსია და კითხვა-პასუხი დამსწრე საზოგადოებასთან ერთად.

მრგვალი მაგიდის ღონისძიების თარიღი ეძღვნება რუსეთ-საქართველოს ომის დასასრულის 100 წლისთავს, როდესაც 1921 წლის 17 მარტს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ ქვეყანა დატოვა და ემიგრაციაში გაემგზავრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ღონისძიება იმართება კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მხარდაჭერით.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის