თეა ახვლედიანი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეინტონს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, თეა ახვლედიანმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი პოზიციის გამო, ასევე საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის ინიციატივების მტკიცე მხარდაჭერისთვის.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესზე, როგორც საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დეოკუპაციის, ისე ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის მიმართულებით.

„აღნიშნულ კონტექსტში, სახელმწიფო მინისტრმა ბრიტანელ დიპლომატს გააცნო საქართველოს შერიგებისა და ჩართულობის, მათ შორის სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" განხორციელების მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები.

თავის მხრივ, გაერთიანებული სამეფოს ელჩი მიესალმა ქართული მხარის ძალისხმევას და სამშვიდობო პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკასთან ერთად, სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის სტრატეგიულ მიზნებსა და პრიორიტეტებზე. მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა