ბრიუსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის საბჭოს ახალი ამბების „ტვიტერის“ გვერდზე განთავსდა.
ცნობისთვის, ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა 15 მარტსაც გამართა შეხვედრები შარლ მიშელთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში.