ვახტანგ მეგრელიშვილი - ღარიბაშვილი ბრიუსელში ლაპარაკობს, რომ მისი საქმე არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ პოლიტპატიმრების საკითხის გადაჭრის გზას მოძებნის

ჩემი აზრით, პოლიტპატიმრების თემას ვერ გავექცევით იმიტომ, რომ ეს სიმართლეა, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ თოქ-შოუში "360 გრადუსი"განაცხადა.

ის დარწმუნებულია, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტპატიმრების საკითხის გადაჭრის გზას მოძებნის.

“დაუსრულებლად არ შეიძლება სიცრუეში ცხოვრება, უნდა გამოხვიდე ამ მდგომარეობიდან და დღევანდელი დღე რის შესაძლებლობასაც გაძლევს, იმას უნდა მოკიდო ხელი. ჩემი აზრით, პოლიტპატიმრების თემას ვერ გავექცევით იმიტომ, რომ ეს სიმართლეა. მესმის, ღარიბაშვილი იქ ლაპარაკობს, რომ ეს მისი საქმე არ არის და ფორმალური გაგებით, ნამდვილად მისი საქმე არ არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ მოძებნის პოლიტპატიმრების საკითხის გადაჭრის გზას, ხოლო ოპოზიციამ უნდა მოიფიქროს გამოსავალი იმასთან დაკავშირებით, როდესაც ის ითხოვს გაყალბებული არჩევნების გამო ახალი არჩევნების დანიშვნას.

„ქართული ოცნება“ ხომ ამბობს, შეთანხმება სამართლიანობის პრინციპზე უნდა იყოს დაფუძნებულიო, მჯერა, რომ არცერთ მხარეს არ უნდოდა არანაირი შეთანხმება მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ასევე, მჯერა, რომ როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“ არ უნდოდა შეთანხმება, ასევე „ქართულ ოცნებას“ არ უნდოდა „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შეშვება. ეს ამბავი არც ერთს გამოუვიდა და არც მეორეს, კინაღამ ამ ყველაფერს გადავყევით. შეიძლება აქ ევროკავშირის წარმომადგენლის ნაცვლად, რუსეთის წარმომადგენელი გვყოლოდა, როგორც 2003 წელს, იგორ ივანოვი გვყავდა. ახლა ჩვენ მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ ასეთი ცუდი ქცევის მერე, გვყავს უკეთესი მეგობარი, რომელიც გუბერნიაში კი არ ჩამოდის, არამედ სწორი მოტივებით ჩამოდის დასახმარებლად. ამ ხალხს უნდა დავუჯეროთ. იმედია, კრისტიან დანიელსონს ქართული სამზარეულო მოეწონება, ცოტა ხანს კიდევ დარჩება და გვეტყვის, თავად რას ფიქრობს“,- განაცხადა მეგრელიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო