დავით სერგეენკო - თუკი რომელიმე კომპანია რუსულ ვაქცინას შემოიტანს, რეგისტრაციაზე უარის თქმის უფლება სახელმწიფოს არ ექნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით სერგეენკო განმარტავს, რა შემთხვევაში შეიძლება შემოვიდეს საქართველოში რუსული ვაქცინა.

როგორც სერგეენკო „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნავს, „თუკი რომელიმე კომპანია შემოიტანს რუსულ ვაქცინას, რეგისტრაციის უარის თქმაზე უარის უფლება არ ექნება სახელმწიფოს, თუმცა გართულებებზე პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე ეს კომპანია იქნება“.

„საქართველოს მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ კოვიდის ვაქცინასთან დაკავშირებით ქვეყანაში დაუშვებს თავის ნაყიდს ან კერძო კომპანიის ნაყიდს, მაგრამ დაუშვებს მხოლოდ იმ ვაქცინას, ვისაც თავის ქვეყანაში რეგისტრაციასთან ერთად აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული კვალიფიკაცია.

თუკი რომელიმე კომპანია შემოიტანს რუსულ ვაქცინას, რეგისტრაციაზე უარის თქმის უფლება არ ექნება სახელმწიფოს და დიდი ალბათობით მიიღებს რეგისტრაციას, თუმცა გართულებებზე პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე იქნება ეს კომპანია. თუკი ესა თუ ის სამკურნალო საშუალება, მათ შორის ვაქცინა, აღიარებულია ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკაში, კანადასა და იაპონიაში, მაშინ რეგისტრაციას იღებს ძალიან მოკლე ქვეყნებში, პრაქტიკულად ავტომატურად. თუ სხვა ქვეყნებშია რეგისტრირებული, მაგრამ არ აქვს ჯანმო-ს კვალიფიკაცია, მაშინ სჭირდება დამატებითი დოკუმენტები, რომელიც დაადასტურებს მის უსაფრთხოებას და ეფექტიანობას და ასეთ შემთხვევაში უფლება არ აქვთ რომ რეგისტრაცია არ გაუკეთონ, თუნდაც ისეთ ვაქცინას, რომელიც ჯანმო-ს მიერ აღიარებული არ არის, მაგრამ მათ გამოყენებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ვერ გახდება, ეს იქნება იმ კერძო კომპანიის პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე“, - განაცხადა სერგეენკომ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა