ჰანს ვან ბაალენი - ქართველ ხალხს  კონკრეტული შეთავაზებები სჭირდება - პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ნიკა მელია უნდა გათავისუფლდნენ

ქართველ ხალხს სიცხადე და კონკრეტული შეთავაზებები სჭირდება, - ამის შესახებ “ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის” პრეზიდენტი ჰანს ვან ბაალენი აცხადებს, რითაც ის ბრიუსელში გუშინ გამართულ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრას ეხმიანება.

„მიმდინარე მედიაციის პროცესში მოუთმენლად ველით მომდევნო ნაბიჯებს. ამასობაში კი პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის ნიკა მელია უნდა გათავისუფლდნენ“, - წერს ჰანს ვან ბაალენი “ტვიტერზე“.

“ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის” პარტიის პრეზიდენტის ამ პოსტს ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.

„მოდით, ვაჩვენოთ, რომ ევროკავშირს შეუძლია ამის გაკეთება საქართველოში ნამდვილი, ეფექტური, ინკლუზიური დემოკრატიისთვის“, - წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა