ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის პრეზიდენტს ირაჩე გარსიას შეხვდა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციიდან „ინტერპრესნიუსს“ აცნობეს, ევროპარლამენტში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება დგამს მნიშვნელოვან ნაბიჯებს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის, წარმატებით ახორციელებს ასოცირების შეთანხმების შესრულებას და 2024 წელს გეგმავს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის, უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ევროპარლამენტს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ყურადღება ასევე დაეთმო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ხაზი გაესვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ინიციატივით დაწყებული მედიაციის პროცესის დიდ მნიშვნელობას და მის კონსტრუქციულ, დიალოგის რეჟიმში წარმართვის აუცილებლობას. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ხელისუფლების მზაობა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე დიალოგისთვის, რომელიც დეესკალაციას და პროცესის პარლამენტში გადატანას შეუწყობს ხელს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო