მოსწავლეებისთვის სკოლებში სახელოვნებო წრეები და სპორტული კლუბები განახლდა

საგაზაფხულო არდადეგებიდან დაბრუნებული მოსწავლეებისთვის სკოლებში სახელოვნებო წრეები და სპორტული კლუბები განახლდა. შესაბამისად, 15 მარტიდან ყველა მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს სხვადასხვა არაფორმალურ აქტივობაში. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სკოლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძესთან ერთად, ქვემო ქართლს ეწვია და რუსთავისა და მარნეულის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას პირადად გაეცნო.

„აღსანიშნავია, რომ ინფექციის გავრცელების რისკის მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, არდადეგებიდან საკლასო ოთახებში დაბრუნებამდე მასწავლებლებს Covid-ტესტირება ჩაუტარდათ. ამასთან, სკოლები სრულად უზრუნველყოფილია ჰიგიენური რესურსებისა და დამცავი საშუალებების მარაგით“, -აღნიშნავენ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა