ენტონი ბლინკენი - პეკინი შინ რეპრესიულად მოქმედებს, საზღვარგარეთ - აგრესიულად

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჩინეთი აგრესიულად და რეპრესიულად მოქმედებს. ბლინკენმა, რომელიც ტოკიოში ვიზიტით იმყოფება, იაპონელი ჟურნალისტების მიერ ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაზე საუბრისას განაცხადა, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში ტერიტორიული პრეტენზიებით და ტაივანთან დაკავშირებული პოზიციით პეკინი "არათუ ამცირებს, არამედ აძლიერებს დაძაბულობას".

„პეკინი უფრო რეპრესიულად მოქმედებს შინ და უფრო აგრესიულად საზღვარგარეთ, მათ შორის აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში, მათ შორის სენკაკუსთან, ასევე სამხრეთ ჩინეთის ზღვასა და ტაივანთან დაკავშირებით".

ცნობისათვის, ენტონი ბლინკენი, აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინთან ერთად, იაპონიასა და სამხრეთ კორეას სტუმრობს. ვიზიტის მიზანი აზიაში ვაშინგტონის ალიანსების გაძლიერებაა. Reuters-ი წერს, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ ჩინეთის ზღვებში ჩინეთის ტერიტორიული პრეტენზიები ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობებში პრიორიტეტული საკითხი გახდა, რომელიც იაპონიისთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო