დავით მათიკაშვილი - „ქართული ოცნება“ არის მზად მიიღოს რაციონალური, სწორი გადაწყვეტილება ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომელიც რა თქმა უნდა, უნდა იყოს ზეპარტიული

საქართველოში უნდა დასრულდეს ისეთი წარმოდგენა, თითქოს ხელისუფლებას გააჩნია 110 პროცენტი პასუხისმგებლობა და ოპოზიციას მინუს 10 პროცენტი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მეტია, მაგრამ ოპოზიციას თავის წილი პასუხისმგებლობა აქვს და ამას ევროპელი პარტნიორებიც მიუთითებენ. მათიკაშვილის თქმით, ბრიუსელში კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ არჩევნები თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა, შესაბამისად, პოლიტიკური კრიზისი საქართველოში, ოპოზიციის მხრიდან ხელოვნურად არის გამოწვეული.

„ძალიან მკაფიო გზავნილები იყო გაკეთებული ჩვენი ევროპელი კოლეგების მხრიდან ჩვენი საზოგადოების და კონკრეტულად ოპოზიციის მისამართით. კიდევ ერთხელ იყო ხაზგასმული, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში. ეს არის ის საკითხი, რამაც მეტი სტიმული უნდა მისცეს ოპოზიციას იმისთვის, რომ საღი, რაციონალური და ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნას მიღებული მოლაპარაკების მაგიდასთან. ის, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ პოსტულატის სიცრუეს, რომ არჩევნები გაყალბდა, ამიტომ ყველა არგუმენტი ამ კუთხით ოპოზიციას რეალურად ხელთ არ აქვს. შესაბამისად, ეს პოლიტიკური კრიზისი ნათელია, რომ ფაქტობრივად ხელოვნურად არის გამოწვეული ოპოზიციის მხრიდან, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, „ქართული ოცნება“ არის მზად მიიღოს რაციონალური, სწორი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რომელიც რა თქმა უნდა, უნდა იყოს ზეპარტიული,"- განაცხადა მათიკაშვილმა.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს