კახა კალაძე - ასოცირების საბჭომ დაადასტურა მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირთან უფრო ღრმა პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ დაადასტურა მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირთან უფრო ღრმა პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

კალაძე მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრიუსელში ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი საერთო მიზანი, გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური, წარმატებული ქვეყნის შენება და განვითარება, აღიარებულია.

„მინდა გამოვეხმაურო პრემიერ-მინისტრის ვიზიტს ბრიუსელში, სადაც მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა. საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭომ დაადასტურა მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირთან უფრო ღრმა პოლიტიკურ ასოცირებას და ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ორივე მხარემ აღიარა საქართველოს ევროპული მისწრაფებები, მისი საერთო მიზანი, რომ გააგრძელოს დემოკრატიული, სტაბილური, წარმატებული ქვეყნის შენება და განვითარება. ასოცირების საბჭომ ასევე აღნიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტული იყო და მთლიანობაში დაცული იყო ფუნდამენტური უფლებები. ასოცირების საბჭომ ასევე მოგვიწოდა ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს საქართველოში ერთობლივი მუშაობისა და ღია დიალოგის შენარჩუნებისკენ, რაც, ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე მოვისმინეთ საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის, ჟოზეფ ბორელის განცხადებები სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეუთო ჩატარებულ არჩევნებს განიხილავს როგორც თავისუფალს და დამოუკიდებელს. ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისითაც, რომ საქართველოს პრემირ-მინისტრმა კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია იმ მძიმე დარღვევების შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, მათ შორის ზაზა გახელაძის დაკავებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა