კახა კალაძე მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის მიზეზებს განმარტავს

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის, 112-ის შენობიდან BP-ს ბენზინგასამართი სადგურამდე მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობის ორმხრივად შეზღუდვის მიზეზი მეწყერსაშიში პროცესების განვითარება გახდა.

როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, დამეწყრილი უბნის შესწავლისა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების მიზნით მერიის შესაბამისი სამსახურები და სხვა უწყებების სპეციალისტები აქტიურად მუშაობენ.

„მინდა შევეხო მაჭავარიანის ქუჩის ჩაკეტვას. იცით, რომ გუშინ ორმხრივად შეიზღუდა ქუჩაზე გადაადგილება. გასულ წლებში მუხრან მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული სხვადასხვა აქტივობების გამო დროებით სტაბილიზაციაში მყოფ ძველ, მეწყრულ არეალში განვითარდა მეორადი გენერაციის მეწყერი. მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, როგორც გითხარით, 16 მარტიდან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილი გზა ორმხრივად შეიზღუდა და იკრძალება გადაადგილება. კონკრეტულად ეს არის ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან, 112-დან ვაშლიჯვრისკენ BP-ს ბენზინგასამართი სადგურისკენ არსებულ საგზაო მონაკვეთში. დამეწყრილი უბნის შესწავლისა და მისი საწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელების პროცესში თბილისის მერიის სამსახურებთან ერთად ჩართულები არიან შესაბამისი უწყებების სპეციალისტები, რათა უმოკლეს ვადებში გატარდეს გადაუდებელი მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, რის შემდეგადაც მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული და სამუშაოები დროულად იქნეს წარმოებული. ჩემი მოადგილე ირაკლი ბენდელიანია ჩართული ამ ღონისძებებში და ძალიან მალე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული“, - განაცხადა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით