დავით სერგეენკო - იმედი მაქვს, რომ ის გზავნილები, რაც გაცხადდა ბრიუსელში ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან, შეცვლის მოლაპარაკების მიმდინარეობას და მას უფრო კონსტრუქციულს გახდის

ის გზავნილები და რეკომენდაციები, რაც გაცხადდა ბრიუსელში ყველაზე მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან, იმედი მაქვს, რომ შეცვლის მოლაპარაკების მიმდინარეობას და მას უფრო კონსტრუქციულს, პოზიტიურს გახდის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, იმედი აქვს, რომ მოლაპარაკებას შედეგი მოკლე დროში ექნება.

„ამას მაფიქრებინებს ის, რომ რთული წარმოსადგენია უფრო მეტად კონკრეტული რეკომენდაციები, ვიდრე ითქვა გუშინ. ის, რომ არჩევნებმა ასახა საქართველოს მოსახლეობის ნება, ის რომ ხარვეზები, რომელიც ახლა გამოსწორების გზაზეა, შედეგებზე ვერ იქონიებდა გავლენას, რაც შეეხება მითითებას ვადამდელი არჩევნების შესახებ, ამას ევროპა ვერც გააკეთებდა, თუმცა მათი გზავნილები ნათელი და ცალსახაა,"- განაცხადა სერგეენკომ.

კითხვაზე, ხომ არ არღვევს მოლაპარაკების გაუთქმელობის პირობას ირაკლი ღარიბაშვილი როცა ის ამბობს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, ხოლო არჩევნები 2024 წელს ჩატარდება, სერგეენკო აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი მომლაპარაკებელი არ არის და ის პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს.

„ალბათ, უნდა განვასხვავოთ მკაფიოდ, მოლაპარაკებები მიმდინარეობს აქ, თბილისში, რაც შეეხება პრემიერ- მინისტრის გამოთქმას, ეს არის ბრიუსელში და ეს არის პოლიტიკური განცხადებები და არა მომლაპარაკებლის განცხადებები, ეს ორი სხვადასხვა რამეა. მომლაპარაკებლებს არ დაურღვევიათ შეთანხმება“, - აცხადებს სერგეენკო.

რაც შეეხება საკითხს, ხომ არ შეიყვანს, ღარიბაშვილის ეს განცხადება მოლაპარაკებებს ჩიხში, სერგეენკო აღნიშნავს, რომ ის უფრო პირიქით არის განწყობილი, რომ ბრიუსელში გაკეთებული განცხადებები, არა მხოლოდ პრემიერ- მინისტრის, არამედ ევროკავშირის მაღალი დონის პოლიტიკოსების მხრიდან გაკეთებული, მოლაპარაკებებს, რომელიც თბილისში მიმდინარეობს სწრაფად მიიყვანს პოზიტიურ შედეგამდე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა