სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი დაინერგა

დისკრიმინაციისგან თავისუფალი და ჯანსაღი სამუშაო გარემოს განვითარების მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სექსუალური შევიწროების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმი დაინერგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მექანიზმი, რომლის მიზანი სექსუალური შევიწროების პრევენცია, სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტზე ეფექტიანი რეაგირება და სექსუალური შევიწროების მსხვერპლის მხარდაჭერაა, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN WOMEN) თანამშრომლობითა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოსთან კოორდინაციით შემუშავდა.

როგორც ინფრომაციაშია აღნიშნული, მექანიზმის ფარგლებში, სამსახურში განისაზღვრნენ მაღალი მგრძნობელობისა და შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი კონკრეტული პირები, რომლებიც ორგანიზაციის შიგნით თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლებაზე, სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით სამსახურში დასაქმებული პირისთვის კონსულტაციის გაწევასა და მხარდაჭერაზე იზრუნებენ.

„სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დამტკიცებული წესების თანახმად, სექსუალური შევიწროების მსხვერპლს შეუძლია საჩივრით მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორს, რომელიც აღნიშნული საკითხის შესწავლას დაუყოვნებლივ ავალებს გენერალურ ინსპექციას. ამ უკანასკნელმა მაღალი მგრძნობელობითა და კონფიდენციალურობის სრული დაცვით, ერთი თვის ვადაში, უნდა განიხილოს საჩივარი, რომლის ფარგლებში შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე უნდა შემცირდეს დისციპლინური წარმოების პროცესში ჩართულ პირთა წრე. გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, სექსუალური შევიწროების ფაქტის დადასტურების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო ინსპექტორი. სექსუალური შევიწროების სავარაუდო მსხვერპლის ან შემავიწროებლის ინიციატივით, შესაძლებელია, საკითხი განხილვის მიზნით გადაეცეს კოლეგიურ ორგანოს - თანამშრომელთა შეფასების შედეგების, გასაჩივრების, წახალისებისა და დისციპლინურ საკითხთა საბჭოს.

მექანიზმის ეფექტიანი დანერგვის მიზნით, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) მხარდაჭერით, გადამზადებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყველა თანამშრომელი გაივლის.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მუდმივად ზრუნავს მაღალი ორგანიზაციული კულტურის განვითარებაზე და თანამშრომლებისთვის დისკრიმინაციის ყველა ფორმისაგან თავისუფალი სამუშაო გარემოს დამკვიდრებაზე“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

სრული დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ბმულზე: https://personaldata.ge/cdn/2021/03/seqsualuri-sheviwrovebis-meqanizmi.pdf

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს