დედაქალაქის მერია ვარკეთილის ხევის რეაბილიტაციას იწყებს

დედაქალაქის მერია ვარკეთილის ხევის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ვარკეთილის ხევში სარეკრეაციო სივრცის, პარკის მოწყობა 2021 წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს.

„ჩვენ სამგორის რაიონში, ვარკეთილის ხევის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით გამოცხადებული გვქონდა ტენდერი. წლების წინ აქ იყო პარკი, თუმცა, დღეს იქ მდგომარეობა არის კატასტროფული, ყველანაირად განადგურებული და გაუბედურებულია არსებული ტერიტორია, რომელიც სამ ჰექტარზეა გადაჭიმული. ვიწყებთ ვაკერთილის ხევის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და თბილისს კიდევ ერთი ძალიან მაგარი პარკი შეემატება. ამ პროექტის ფარგლებში მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები საჩრდილოებით, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის განკუთვნილი საბავშვო მოედნები თავისი ატრაქციონებით, სპორტული და გასართობი მოედნები, ღია ამფითეატრი და ასევე გაკეთდება შადრევანი. მოეწყობა სკეიდპარკი, გადმოსახედი ბაქანი, განახლდება არსებული საფეხმავლო ხიდი, ველობილიკი, ძაღლების სასეირნო სივრცე შეიქმნება. რა თქმა უნდა, ახალი ხე-მცენარეები დაირგვება, თავისი სარწყავი სისტემებითა და განათებებით. სამუშაოები 2021 წლის ოქტომბერში უნდა დამთავრდეს.

მე ძალიან მიხარია და მეამაყება, რომ ბოლო წლების განმავლობაში, რეკრეაციული სივრცეების მოწყობის სახით ბევრი პროექტი განხორციელდა. ამაში ჩართულები იყვნენ როგორც დედაქალაქის შესაბამისი სამსახურები, ისე გამგეობები, რისთვისაც მათ მადლობა მინდა გადავუხადო. ეს ყველაფერი არ არის საკმარისი, ბევრი გვაქვს სამუშაო და გასაკეთებელი იმისთვის, რომ მეტი მწვანე სივრცე და რეკრეაციული სივრცე შევუქმნათ ქალაქს, ქალაქმა რომ ისუნთქოს და ჩაბეტონების ტენდენცია, რაც წლების განმავლობაში იყო, შევაჩეროთ. ჩვენ მშენებლობებს არ ვეწინააღმდეგებით, მაგრამ მშენებლობებისას მაქსიმალურად უნდა იქნას გათვალისწინებული მწვანე სივრცეების მოწესრიგება. ურბანული და არქიტექტურის სამსახურების მხრიდან პირდაპირ გაწერილია მოთხოვნებში, რომ აუცილებელია მშენებლობების დროს რეკრეაციული სივრცეების არსებობა, ამ ყველაფრის გარეშე მშენებლობები მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამირან სალუქვაძე - მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობა გაიზარდა, საკმაოდ დაძაბული ბრძოლის მომსწრე ვიქნებით და იმედია, არჩევნების შემდეგ დასავლეთის ხელახალი დახმარება არ დაგვჭირდება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2021
ვაჟა ბერიძე - შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს პოლიტიკური თვალსაზრისით ერთი დამარცხებული ჰყავს, ესაა მიხეილ სააკაშვილი. მომხდარმა აჩვენა, რომ სააკაშვილი ოპოზიციას ვერ აკონტროლებს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის საგრანტო კონკურსის მონაწილეებს "ფინკა ბანკი" თანადაფინანსების სპეციალურ პირობებს სთავაზობს
"ჯივიესის" ახალი შენაძენი რაჭაში
„პერსონალური მენეჯერი“ - სრულიად ახალი სერვისი “პსპ დაზღვევისგან”
ხვალ გაიმართება ფორუმი მზის ელექტროსადგურის სარგებლიანობის შესახებ - „მდგრადი ინვესტიცია და ბიზნეს სარგებელი“
"ბადაგონის" გამარჯვება საერთაშორისო კონკურსზე
განათლების ვირტუალური გამოფენა საზღვარგარეთ სწავლით დაინტერესებულთათვის
"ლიბერთი ბანკისა" და "ევექსი კლინიკების" პარტნიორობა კიდევ უფრო მასშტაბური ხდება
დისტანციური ავტოსესხი „ემბისისგან“ - ინოვაციური სერვისი ქართულ მიკროსაფინანსო ბაზარზე