კახა კალაძე - სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას მოიცავს, 2023 წლისთვის დასრულდება

სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას და ახალი სამარშრუტო ქსელის განვითარებას მოიცავს, 2023 წლისთვის დასრულდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ სისტემას ახალი მიკროავტობუსები ემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდიდან 90 წუთის განმავლობაში უფასოდ გადაჯდომა, გარდა მეტროსა და ავტობუსისა, ახალ მიკროავტობუსებშიც შესაძლებელი იქნება.

„ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სატრანსპორტო რეფორმა გვაქვს დაანონსებული და დაწყებული, უკვე კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს გადადგმული. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა და რეფორმა ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან შედგება. დღეს მინდა ინფორმაცია მივაწოდო მოსახლეობას, რომ თქვენ იცით ჩვენ დაწყებული გვაქვს მიკროავტობუსების განახლების პროგრამა 300 ახალი მიკროავტობუსი უკვე შემოსულია დედაქალაქში, რომელიც თბილისის მოსახლეობას ემსახურება შესაბამისად, შემოდის ახალი ინტეგრირებული სისტემა, რომელიც აქამდე მიკროავტობუსებში არ იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ მეტროთი და ავტობუსით მგზავრობისას ადამიანს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ როდესაც ის იღებდა ბილეთს და იხდიდა 50 თეთრს 90 წუთის განმავლობაში ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ავტობუსიდან მეტროში გადამჯდარიყო და თუ ავტობუსით მგზავრობდა 90 წუთის განმავლობაში მეტროში ფულს არ გადაიხდიდა, ამ კომპონენტს ემატება მიკროავტობუსები. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ეს ინტეგრირებული სისტემა პირველ ეტაპზე მუშაობს მხოლოდ იმ 300 ახალ მიკროავტობუსში, რომელიც დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მხრიდან იქნა შემოყვანილი. რა თქმა უნდა, ეს გაგრძელდება მომავალში და გავრცელდება იმ მიკროავტობუსებზეც, რომელიც სექტემბერში უნდა შემოვიდეს, დაახლოებით დამატებით 700 ერთეული მიკროავტობუსი დაემატება ქალაქს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენი ახალი სატრანსპორტო პოლიტიკით, თუ დღემდე ქალაქს 1500 მიკროავტობუსი ემსახურებოდა, ახლა 1000-მდე მიკროავტობუსი მოემსახურება, მაგრამ დაემატება 8 მეტრიანი ახალი ავტობუსები იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოვიცვათ ყველა რაიონი, ყველა უბანი და ყველა ქუჩა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაქსიმალურად გამართულად და უპრობლემოდ მოძრაობდეს“, - განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნა, რომ პირველი აპრილიდან შეღავათიანი ტარიფი ახალ მიკროავტობუსებზეც გავრცელდება.

„გარდა ამისა, პირველი აპრილიდან ახალ მიკროავტობუსებზე შეღავათიანი ტარიფის სისტემაც გავრცელდება და იმ მოქალაქეებს, რომლებიც მეტროში და ავტობუსში შეღავათიანი ტარიფით სარგებლობდნენ ანალოგიურად შეღავათით სარგებლობა შეეძლებათ მიკროავტობუსით მგზავრობისას. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროექტი, რომელიც ხორციელდება. ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმა 2023 წლისთვის მთლიანად იქნება დასრულებული. ეს არის ავტობუსების განახლება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, საავტობუსო ზოლების მოწყობა და რა თქმა უნდა, ახალი მარშრუტები, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კალაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო