სერგო ჩიხლაძე - რუსულმა ვაქცინამ წლების შემდეგ ავტორიზაციაც რომ მიიღოს, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე დაუშვებელია შემოტანა, სახელმწიფოს შეუძლია ამაში ჩაერიოს

რუსულმა ვაქცინამ წლების შემდეგ ავტორიზაციაც რომ მიიღოს, პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე დაუშვებელია შემოტანა, სახელმწიფოს შეუძლია ამაში ჩაერიოს,- ასე აფასებს „ინტეპრესნიუსთან“ სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით სერგეენკოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, თუკი რომელიმე კომპანია რუსულ ვაქცინას შემოიტანს, რეგისტრაციაზე უარის თქმის უფლება სახელმწიფოს არ ექნება.

როგორც სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რუსული ვაქცინა ავტორიზებული არ არის, ამასთან ქვეყანაში მისი შემოტანის აუცილებლობის საკითხი არ დგას.

„რუსული ვაქცინა არცერთი რეპუტაციული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული არ არის. შესაბამისად, პირიქით ვიტყოდი, ასეთი ვაქცინა დიახაც, რომ ვერ შემოვა საქართველოში. ამ ეტაპზე, რუსული ვაქცინის შემოტანის არათუ საჭიროებაა, არ შეიძლება, ავტორიზებული არ არის.

გარდა ამისა, ძალიან უცნაურია დავით სერგეენკოს ეს განცხადება, იმედი მაქვს, არა მიზანმიმართულად, მაგრამ, შეუგნებლად რუსული პროდუქტის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, მითუმეტეს, პარლამენტარისგან, ხელისუფლების წარმომადგენლისგან, ყოფილი ჯანდაცვის მინისტრისგან, ეს განცხადება არ მგონია, რომ თავსებადი იყოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებთან“, - აცხადებს ჩიხლაძე.

როგორც სერგო ჩიხლაძე განმარტავს, მაშინ, როდესაც ავტორიზებული „ასტრაზენეკას“ შემოსვლისას არის ვაქცინაციის პრობლემა, არ გონია, რომ რუსული ვაქცინის შემოტანისას საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი „მივარდება, რადგან რუსულია, ამიტომ ავიცრიო“.

„საქართველოს კანონმდებლობა ისეა მოწყობილი, რომ არაავტორიზებულ, უხარისხო წამალს ვერ შემოიტან, თუ არალეგალურად არ შემოგაქვს, არაავტორიზებულ ვაქცინას ვერ შემოიტანენ, ვერ გაივლის რეგისტრაციას. წლების შემდეგ ავტორიზაციაც, რომ მიიღოს პოლიტიკური მიზნებისთვის დაუშვებელია ამის შემოტანა, სახელმწიფოს შეუძლია ამაში ჩაერიოს.

ავტორიზებული „ასტრაზენეკა“ შემოვიდა, კიდევ სხვა ვაქცინები შემოვა და აქ გვაქვს პრობლემა, რომ ადამიანებმა მოიხმარონ და აიცრან. არ მგონია, ჰიპოტეტურად რუსულ ვაქცინას, რომ შემოიტან, მივარდეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი - რადგან რუსულია, ამიტომ ავიცრიო, რადგან უფრო სანდო ვაქცინაზე გვაქვს აცრის პრობლემა“, - აცხადებს ჩიხლაძე.

ცნობისთვის, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ, გუშინ, „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რომ თუკი რომელიმე კომპანია რუსულ ვაქცინას შემოიტანს, რეგისტრაციაზე უარის თქმის უფლება სახელმწიფოს არ ექნება, თუმცა გართულებებზე პასუხისმგებელი თავიდან ბოლომდე ეს კომპანია იქნება.

შეგახსენებთ, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია 13 მარტს შემოვიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა