კრისტიან დანიელსონი ოპოზიციონერ ლიდერებთან მორიგ შეხვედრას გამართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება.

შეხვედრა დღეს, დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული და მას ყველა ის ოპოზიციური პარტიის ლიდერი დაესწრება, რომლებიც წინა დღეების შეხვედრებში მონაწილეობდნენ.

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს რამდენიმე დღის წინ ესტუმრა და როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებთან ინტენსიურ კონსულტაციებს ატარებს.

დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.

ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, კრისტიან დანიელსონმა რამდენიმე დღის წინ ბრიუსელში გამგზავრება გადაიფიქრა და საქართველოში დარჩა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო