ლანა გალდავას განცხადებით, გალიდან გადმოსული ექთანი, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ზუგდიდში ექიმთან უნდა მისულიყო, ანაკლიის საკარანტინო სივრცეში გარდაიცვალა

„ლელოს“ წევრის ლანა გალდავას განცხადებით, გალიდან წამოსული ექთანი, რომელიც გულის უკმარისობის ჩივილებით ზუგდიდში ექიმთან ვიზიტისთვის მიემგზავრებოდა, ანაკლიის საკარანტინო სივრცეში გარდაიცვალა. როგორც გალდავამ განაცხადა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას კარანტინს არ უნდა ექვემდებარებოდეს.

„დღეს გალელი ექთანი, რომელმაც გულის უკმარისობის ჩივილებით ენგურის ხიდი გადმოკვეთა და ზუგდიდში ექიმთან ვიზიტისთვის მიემგზავრებოდა, ანაკლიის საკარანტინე სივრცეში გარდაიცვალა. ჩემი სამძიმარი გარდაცვლილის ოჯახს!

სწორედ ზემოაღნიშნული ფატალური შედეგების თავიდან ასაცილებლად ,,ლელო” გამოდიოდა ინიციატივით, რომ გაუქმებულიყო საკარანტინე სივრცეებში გადაყვანის წესი საოკუპაციო ხაზებს გადმოკვეთილი თანამოქალაქეების მიმართ. ასევე ვთავაზობდით ხელისუფლებას სასწრაფოდ გაეტარებინათ შემდეგი სახის ღონისძიებები: საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა არ უნდა ექვემდებარებოდეს კარანტინს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას, საოკუპაცი ხაზების გადმოკვეთისთანავე მოსახლეობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი:

უფასო კოვიდ-19 სწრაფი ტესტირებით;

საოკუპაციო ხაზებს აქეთ, სამ დღეზე მეტი პერიოდით დარჩენის შემთხვევაში უფასო PCR ტესტირებით;

კოვიდ-19-ით დაინფიცირების შემთხვევაში, უფასო მკურნალობით რუხის და მცხეთის საავადმყოფოების სტაციონარებში;

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების მოსახლება უნდა იყოს ჩართული კოვიდ-19 საწინააღმდეგო ხარისხიანი ვაქცინაციის პროცესში“,- აცხადებს ლანა გალდავა.

გალდავას კომენტარს „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა