ანრი ოხანაშვილი მოლაპარაკებებზე - გადაწყვეტილება ვერ იქნება ვერც კონსტიტუციის საწინააღმდეგო, სადაც არის დაფიქსირებული, როდის ტარდება არჩევნები და ვერც ხალხის ინტერესების საზიანო

გადაწყვეტილება ვერ იქნება ვერც კონსტიტუციის საწინააღმდეგო, სადაც არის დაფიქსირებული, როდის ტარდება არჩევნები და ვერც ხალხის ინტერესების საზიანო,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მოლაპარაკებებზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმებისთვის სივრცე არსებობს და შეხების წერტილები უნდა მოიძებნოს. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, მოლაპარაკებები უნდა იყოს ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული და კონსტიტუციასთან შესაბამისი, სამართლიანი გადაწყვეტილება.

„ჩვენი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ჩვენ ამ პროცესში უნდა მივიღოთ მონაწილეობა აქტიურად, ამ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ და ვახორციელებთ იმით, რომ ვსხედვართ მოლპარაკების მაგიდასთან, გვაქვს მზაობა სამართლიან, ხალხის ინტერესებზე ორიენტირებულ შეთანხმებაში მივიღოთ მონაწილეობა.

ყველა ის ადამიანი, ვინც ჩართულია ამ პროცესში, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იმ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოში შემდგომი სტაბილური განვითარება იყოს უზრუნველყოფილი, ყველა მხარესთან მიმართებაში არის მოწოდება, რომ ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული და სამართლიანი გადაწყვეტილება შედგეს. ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება ვერც კონსტიტუციის საწინააღმდეგო, სადაც არის დაფიქსირებული, როდის ტარდება არჩევნები და ვერც ხალხის ინტერესების საზიანო,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა