ზაალ უდუმაშვილი - ვერანაირ შედეგზე ვერ იქნება საუბარი, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდნენ

ვერანაირ შედეგზე ვერ იქნება საუბარი, თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდნენ. ეს არის მთავარი წინაპირობა, რომ ორიენტირებულები ვიყოთ კონკრეტული შედეგის მიღწევაზე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებთან ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სასაცილოა, როდესაც მოლაპარაკებების ფონზე ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს. უდუმაშვილის განცხადებით, როგორც ჩვენი საზოგადოება, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა შეთანხმებულია იმ საკითხზე, რომ დღეს ნიკა მელია და გიორგი რურუა „ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევლები არიან“.

„ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი მოლაპარაკებები და ამ მოლაპარაკებების შედეგზეა დამოკიდებული რამდენად შევძლებთ ერთობლივი ძალებით დავძლიოთ ის პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც შეგვიყვანა ხელისუფლებამ. როდესაც ამ მოლაპარაკებების ფონზე ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს, ეს არის სასაცილო. როგორც ჩვენი საზოგადოება, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობა შეთანხმებულია იმ საკითხზე, რომ დღეს ნიკა მელია და გიორგი რურუა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევლები არიან. ვერანაირ შედეგზე ვერ იქნება საუბარი, თუ პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ მოხდება, ეს არის მთავარი წინაპირობა, რომ ორიენტირებულები ვიყოთ კონკრეტული შედეგის მიღწევაზე.

გუშინ ღიად იყო განცხადებული ბრიუსელიდან, რომ პასუხისმგებლობის უდიდესი წილი მოლაპარაკებების პროცესში სწორედ ხელისუფლებას ეკისრება. იმედი მაქვს, „ქართული ოცნება” აცნობიერებს ამ პასუხისმგებლობას. ერთადერთი გამოსავალი ამ მდგომარეობიდან არის შეთანხმების მიღწევა”, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა