პროკურატურა - ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფი ტრეფიკინგის საკითხებში  საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს  დადებითად აფასებს

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფი ტრეფიკინგის საკითხებში (GRETA) დადებითად აფასებს საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.

უწყების ცნობით, ადამიანით ვაჭრობის ( ტრეფიკინგის) ბრძოლის მიმართულებით

2021 წლის 16 მარტს გამოქვეყნდა ტრეფიკინგის საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) მესამე შეფასების ანგარიში საქართველოსთან მიმართებით. ანგარიშში ხაზგასმულია კონვენციის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს პროგრესი და დადებითად ფასდება ბოლო წლებში, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) პრევენციის, მსხვერპლთა და დაზარალებულთა დაცვის, პროაქტიული გამოვლენის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და თანამშრომლობის მიმართულებით გატარებული ღონისძიებები.

„GRETA-მ პოზიტიურად შეაფასა სისხლის სამართლის კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებები, რაც მიზნად ისახავდა ტრეფიკინგის დანაშაულის პრაქტიკაში სწორი კვალიფიკაციისა და მისი გამოვლენის მიზნით მტკიცებულებების შეგროვების ხელშეწყობას.

განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტის გაძლიერება, რომლის მიზანიც სამართალწარმოების პროცესში დანაშაულის მოწმისა და დაზარალებულის მონაწილეობის გამარტივება, ინფორმირება, დანაშაულის შედეგად გამოწვეული სტრესის შემცირება და ხელახალი და მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებაა. ექსპერტთა ჯგუფი პოზიტიურად აღნიშნავს საქართველოს მიერ საერთაშორისო დონეზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის განვითარებასაც. ამავდროულად GRETA მიიჩნევს, რომ საჭიროა დამატებითი ზომების მიღება, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ტრეფიკინგის მსხვერპლთა და მოწმეთა ეფექტური და სათანადო დაცვა.

ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფი ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების გასაცნობად 2019 წლის 4-8 ნოემბერს იმყოფებოდა საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები შეხვდნენ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს, რომლებმაც ექსპერტთა ჯგუფს წარუდგინეს ანგარიში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა