პრემიერ-მინისტრი საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს, სვენ მიკსერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელს, სვენ მიკსერს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ასოცირების შეთანხმებაზე და საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით. განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შედეგები. მთავრობის მეთაურმა სვენ მიკსერს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებს და ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე დიალოგს. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნა კონსტრუქციული დიალოგისთვის და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ჩართულობა პროცესში მიუთითებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველოში სტაბილურობა პარტნიორებისთვის. აღინიშნა, რომ მხარეებს ეკისრებათ დიდი პასუხისმგებლობა, რადგან ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, მიღწეულ იქნას კომპრომისული გადაწყვეტილება და პოლიტიკურმა პროცესებმა პარლამენტში გადაინაცვლოს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება