გიორგი ხელაშვილი - ოპოზიციის კონსტრუქციულ და პროდასავლურ ნაწილს მოვუწოდებთ, გაემიჯნონ რადიკალური ფრთის დამაზიანებელ განცხადებებს და მიიღონ ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს გუშინდელმა სხდომამ ცხადად დაგვანახა, რომ ევროკავშირი დიდად აფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დემოკრატიის, პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების, ასევე ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მიმართ გამოხატულ მხარდაჭერასთან ერთად, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა საჯაროდ, ევროკავშირის უმაღლესი ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ეუთო-ს მიერ საქართველოში 2020 წელს ჩატარებული არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი.

ხელაშვილის თქმით, ის ოპოზიციის კონსტრუქციულ და პროდასავლურ ნაწილს მოუწოდებს, „გაემიჯნონ რადიკალური ფრთის დამაზიანებელ განცხადებებს, შეწყვიტონ კონფრონტაციული რიტორიკა და მიიღოს ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები“.

„ბორელის განცხადებით, მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარება ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. მან ასევე დაბეჯითებით აღნიშნა, რომ პარლამენტის ბოიკოტირება არ წაადგება საქართველოში დემოკრატიის ფუნქციონირებას, რომ პარლამენტის გვერდის ავლა არ არის დემოკრატიული პლურალიზმის მაჩვენებელი და ამით მოუწოდა ოპოზიციას, შეიკავოს თავი კონფრონტაციული რიტორიკისაგან და სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღოს პარლამენტის მუშაობაში. საქართველოს მთავრობა და ევროკავშირის უმაღლესი ხელმძღვანელობა ამგვარად თანხმდება, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული, ხოლო კომპრომისები აუცილებელია. საქართველოს პრემიერ- მინისტრის ბრიუსელის ვიზიტმა კიდევ უფრო გაზარდა მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ევროკავშირის მხრიდან მოწოდებების მიუხედავად, ოპოზიციის მხრიდან ამ ფაქტს ანტიდასავლური პროპაგანდის მორიგი ტალღა მოყვა. სამწუხაროა, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც დასავლეთის გზავნილები ოპოზიციის ვიწროპარტიულ მოლოდინებს არ ამართლებს, ევროკავშირისა და ამერიკის წარმომადგენლები ავტომატურად ხდებიან თავდასხმის ობიექტები. მსგავსი ქცევა ჩვენი ქვეყნის დასავლური კურსისთვის ცალსახად დამაზიანებელია და მითუმეტეს, პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის ძიების პროცესში ყოვლად დაუშვებელია. ოპოზიციის კონსტრუქციულ და პროდასავლურ ნაწილს მოვუწოდებთ გაემიჯნონ რადიკალური ფრთის დამაზიანებელ განცხადებებს, შეწყვიტონ კონფრონტაციული რიტორიკა და მიიღოს ქვეყნისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებები“, - განაცხადა ხელაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა