ლევან იოსელიანი - ყველასთვის ნათელი გზავნილია ჩვენი მეგობრების განცხადებები ევროკავშირიდან, რომ არჩევნებთან დაკავშირებული დებატები უნდა დასრულდეს და ამ ყველაფერმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს

ეს არის მთავარი გზავნილი, რომ დებატებმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ- ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, „წითელი ხაზი ვადამდელი არჩევნები აღარ უნდა იყოს". ამასთან, იოსელიანი მიიჩნევს, რომ პოლიტპატიმრების საკითხი ამ კონტექსტში უფრო ადვილი გადასაწყვეტია.

"ნათელი გზავნილია ყველასთვის ჩვენი მეგობრების განცხადებები ევროკავშირიდან, რომ საქართველოში არჩევნებთან დაკავშირებული დებატები უნდა დასრულდეს და ამ ყველაფერმა პარლამენტში უნდა გადაინაცვლოს. ეს არის მთავარი გზავნილი დებატებმა უნდა გადაინაცვლოს პარლამენტში და მოლაპარაკებები უნდა დასრულდეს სწორედ ამ შედეგით. კონსენსუსი უნდა შედგეს სასამართლოს, პროკურატურის რეფორმირების საკითხზე და სხვა იმ საკითხებზე, რომელიც დოკუმენტშია ასახული", - განაცხადა იოსელიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო