სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო - ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრაზე აღინიშნა საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული პროგრესი

ევროკავშირი აფასებს პროგრესს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ბრიუსელში გამართულ ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრაზე აღინიშნა საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული პროგრესი და აღნიშნული განცხადება იყო გამოხმაურება საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო წლებში საჯარო შესყიდვების მიმართულებით განხორციელებულ წარმატებულ რეფორმებზე.

„რეფორმების დღის წესრიგში აქტუალური იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი დავების განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოს შექმნა. ახალი დავების საბჭო, რომლის წევრებიც კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების შედეგად საჯარო კონკურსის წესით შეირჩნენ, 2021 წლის 1 იანვრიდან შეუდგა ფუნქციონირებას.

საჯარო შესყიდვების სფეროში რეფორმა ამით არ შემოიფარგლება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ამზადებს სრულიად ახალ კანონპროექტს „საჯარო შესყიდვების შესახებ“, რომელიც კარდინალურად შეცვლის არსებულ მიდგომებს, დააწესებს საჯარო შესყიდვების ახალ პროცედურებსა და ინსტრუმენტებს, აგრეთვე მოიცავს ისეთ ახალ სფეროებს, როგორიცაა პროფესიონალიზაცია, ასევე თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესყიდვები. ამ კანონპროექტის მიღებით კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება ევროკავშირთან და ნატო-სთან ჩვენი ქვეყნის შემდგომი დაახლოების გზაზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა