“საქპატენტი” და საქართველოს მედიატორთა ასოციაცია  თანამშრომლობას იწყებენ

“საქპატენტი” და საქართველოს მედიატორთა ასოციაცია ინტელექტუალური საკუთრების სფეროსა და მედიაციის პოპულარიზაციაზე თანამშრომლობას იწყებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“”საქპატენტიდან” აცნობეს.

მათივე ცნობით, აღნიშნულის მიზნით, დღეს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის - ,,საქპატენტი“ თავმჯდომარემ მინდია დავითაძემ და “საქართველოს მედიატორთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„უწყებებს შორის ურთიერთანამშრომლობა შეეხება ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ დავებს, მედიაციას და აქტუალური საკითხების შემცველი ინფორმაციის ურთიერთგაცვლას. მემორანდუმის ფარგლებში საქპატენტში დაიწყება მუშაობა მედიაციის, როგორც ინტელექტუალური საკუთრების დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის დანერგვაზე. გარდა ამისა, “საქპატენტი” და მედიატორთა ასოციაცია განახორციელებენ ისეთ ერთობლივ ღონისძიებებს, როგორებიცაა მრგვალი მაგიდა, კონფერენცია და სხვა აქტივობები.

ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე “საქპატენტის” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ასევე მათი დაცვის კრიტერიუმებს, პატენტის გაცემასთან და სამრეწველო საკუთრების სხვა ობიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დავებს განიხილავს “საქპატენტთან” არსებული სააპელაციო პალატა“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა