ბაჩო დოლიძე - ნიკა მელიას ბანერის მიმართულებით ათამდე გასროლა მოხდა, კამერები დამონტაჟებული გვაქვს, რომელიც ამ სიტუაციას ნათელს მოფენს

„ესაა რეზულტატი ზუსტად იმ დაძაბული ვითარების, რომელიც ქვეყანაშია - ნამდვილად არ გვაქვს იმის ილუზია, რომ რაიმე მნიშვნელოვანი დაიდება“, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ბაჩო დოლიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათი პარტიის ცენტრალურ ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

მისივე თქმით, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მიმართებით იარაღის გამოყენება ხდება.

"ბანერის მიმართულებით განხორციელდა რამდენიმე გასროლა. ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც იარაღის გამოყენება ხდება "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მიმართებით. ჩვენ გვახსოვს არჩევნების დროს, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან იარაღის ტრიალი, მერე ეს ყველაფერი შეირაცხა, რომ სათამაშო იარაღი იყო. ნამდვილად არ გვაქვს იმისი ილუზია, რომ რაიმე მნიშვნელოვანი დაიდება. ჩვენ ვეცდებით ჩვენი რესურსით ამოვიღოთ კადრები, აქ კამერები დამონტაჟებული გვაქვს, რომელიც ამ სიტუაციას ნათელს მოფენს. ათამდე გასროლა მოხდა. მე ვფიქრობ, ეს არის რეზულტატი ზუსტად იმ დაძაბული ვითარების რომელიც ამ ქვეყანაშია", - განაცხადა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა