„ნაცმოძრაობის" ოფისთან, სადაც პარტიის ინფორმაციით, იარაღიდან ნიკა მელიას ბილბორდს ესროლეს, სამართალდამცავები მუშაობენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან, სადაც ცოტა ხნის წინ, პარტიის ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ნიკა მელიას ბილბორდის მისამართით გასროლა განხორციელდა, სამართალდამცავები მუშაობენ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან.

ამასთან, თვითმხილველის, გიორგი სიდამონიძის განცხადებით, გასროლა მანქანის უკანა სავარძელზე მჯდომმა პირმა განახორციელა. მისივე თქმით, ის ეზოში სამეურნეო საქმიანობას ასრულებდა, რა დროსაც 5-ზე მეტი გასროლის ხმა გაიგონა.

„შემთხვევის დროს ეზოში ვიყავი. დაახლოებით, 5-ზე მეტი გასროლა იყო, სროლა აეროპორტის გზაზე მიმავალი მანქანიდან განხორციელდა. თუ არ ვცდები, თეთრი ფერის „ტოიოტა ქამრი" იყო. სროლა უკანა, მარჯვენა სავარძელზე მყოფი პირის მიერ მოხდა. ბოლოს მივხვდი, რომ ჩემ უკან კედელს ხვდებოდა ტყვიები, სადაც მელიას ბიბლორდია“, - განაცხადა სიდამონიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს