მარინა კალიურანდი - სამწუხაროდ, ყველა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ორიოდეს გამონაკლისით, არ აიღო მანდატი, არ შევიდა პარლამენტში და არ გააკეთეს ის, რასაც მათგან ითხოვს ქართველი ხალხი

სამწუხაროდ, ყველა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, ორიოდეს გამონაკლისით, არ აიღო მანდატი, არ შევიდა პარლამენტში და არ გააკეთეს ის, რასაც მათგან ითხოვს ქართველი ხალხი”,- ამის შესახებ, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელმა მარინა კალიურანდმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კომპრომისი ყოველთვის გულისხმობს არაპოპულარულ ნაბიჯებს.

„ასე რომ, უნდა იყოს კომპრომისი ორივე მხრიდან. არ შეიძლება, ერთ მხარეს უბიძგო კომპრომისისკენ, ანუ არაპოპულარული ნაბიჯისკენ და მეორეს - არა. კომპრომისი ყოველთვის ნიშნავს არაპოპულარულ ნაბიჯს, თუკი ეს გულისხმობს გრძელვადიან ჭრილში ხალხის სარგებელს”,- განაცხადა მარინა კალიურანდმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო