შს სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მისამართით სროლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-დან აცნობეს.

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სადაც აღნიშნული იყო, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მდებარე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ფასადზე არსებული ბანერი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის შედეგად დაზიანდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის არ მოუმართავთ.

გამოძიება მედიაში გასული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათი პარტიის ცენტრალურ ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

მათივე განმარტებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა ნიკა მელიას ბილბორდის მისამართით მოხდა, რომელიც პარტიის ოფისის შენობაზეა გაკრული.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო