„ვითიბის“ მხარდაჭერით PSP-ს სასაჩუქრე ბარათი შეიქმნა

„ვითიბი ბანკის“ მხარდაჭერით შეიქმნა სასაჩუქრე ბარათი, რომლის გამოყენება PSP-ს ნებისმიერ აფთიაქშია შესაძლებელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ვითიბიდან“ აცნობეს, ბარათი 50-დან 500 ლარამდე მოცულობისაა და მისი გამოყენებით ნებისმიერი პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი.

„ბარათის მოქმედების ვადა 12 თვეა, ხოლო მისი შეძენა PSP -ს ნებისმიერ აფთიაქშია შესაძლებელი.

თანხის ათვისება შესაძლებელია, როგორც ერთიანად, ისე ნაწილ-ნაწილ. ბარათზე თანხის დამატება არ ხდება, თუმცა თუ ბარათზე არსებული თანხა არ არის საკმარისი, კონკრეტული პროდუქციის შესაძენად, დასაშვებია თანხის დამატება, უშუალოდ შეძენის მომენტში. სასაჩუქრე ბარათით, პროდუქციის შეძენისას მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს, სააფთიაქო ქსელში, იმ მომენტში მიმდინარე ყველა აქციითა და ფასდაკლებით.

ბარათი არ არის პერსონიფიცირებული და მისი გამოყენებისას არ მოითხოვება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა