ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის პრეზიდენტი - მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ მიმართოს ძალისხმევა  პოლიტიკური კრიზისის სწრაფად გადაჭრისკენ

ევროპარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის პრეზიდენტი ირაჩე გარსია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება და მას ნაყოფიერად აფასებს.

ევროპარლამენტარის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ მიმართოს ძალისხმევა მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის სწრაფად გადაჭრისკენ.

„გვქონდა ნაყოფიერი შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებასთან დაკავშირებით. არსებითად მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა მხარემ მიმართოს ძალისხმევა მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის სწრაფად გადაჭრისკენ,“- წერს ირაჩე გარსია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო