გიორგი ბოტკოველი - „ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მთელ პერიმეტრზე კამერებია, თუ მოინდომებენ, გამოიძიებენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ოფისის მთელ პერიმეტრზე კამერები არის, თუ მოინდომებენ, გამოიძიებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" პარტიის ერთ-ერთმა წევრმა გიორგი ბოტკოველმა განუცხადა. როგორც ის განმარტავს, ოფისის მისამართით გასროლა შეკვეთით, წაქეზებულმა პირმა განახორციელა.

„სამართალდამცავები მოსულები არიან და თუ დადასტურდა, რომ ეს არის ცეცხლსასროლი იარღიდან გასროლა, წინასწარ შეგვიძლია ვისაუბროთ, იმაზე, თუ რა შეფასება შეიძლება მიეცეს ხელისუფლების მხრიდან ან სამართალდამცავების მხრიდან - თითქოს, ეს შეიძლება იყოს ვიღაც აღელვებული ადამიანი, რომელმაც გაისროლა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მისამართით, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ ასე არ ხდება. ეს არის ჩვეულებრივი, შეკვეთით წაქეზებული ადამიანების საქციელი, რომელიც პირველი არ არის, არაერთი მსგავსი ფაქტი გვინახავს. ეს არის დღევანდელი „ქართული ოცნების" რეალური სახე, რომელიც ასეთი ფორმებით ცდილობს რამენაირად დააშინოს ოპოზიცია. მთელ პერიმეტრზე კამერები არის, თუ მოინდომებენ, გამოიძიებენ. რამდენად რელაურად და სწორად გამოიძიებენ, ეს მეორე საკითხია, მაგრამ თუ მოინდომებენ, გამოიძიებენ",- განაცხადა ბოტკოველმა.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მათი პარტიის ცენტრალურ ოფისს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

მომხდარზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს