ნიკა მელია „ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან მიესალმა

„ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ავტომსვლელობით რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდნენ. ისინი აქციას მართავენ და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას შეძახილებით: „ნიკა, ნიკა“ მიმართავენ.

ნიკა მელია „ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან მიესალმა.

აქციის მონაწილეებს ხელში საქართველოს დროშები უჭირავთ, ასევე სახეზე ნაჭრები წარწერით Freedom for fox - თავისუფლება მელიას უკეთიათ.

პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, რამდენადაც გაიწელება დროში ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება, მით უფრო ცუდი იქნება „ქართული ოცნებისთვის”,

„ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო, რომ ნიკა მელიას ერთთვიანი პატიმრობის პერიოდში პირველად მომეცა საშუალება, დამენახა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა მელია მალე დატოვებს საპატიმროს. ეს არის აუცილებელი პირობა, რომ ჩვენ ნორმალურად მივუსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდას და განვიხილოთ რა არის აუცილებელი, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. რამდენადაც გაიწელება დროში ნიკა მელიას და გიორგი რურუას გათავისუფლება მით უფრო ცუდი იქნება ,,ქართული ოცნებისთვის”, იმედია ამას ათვითცნობიერებენ”, - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს