გიორგი ვაშაძე - საუბრებია, რომ რიგგარეშე არჩევნების ან პატიმრების საკითხი დოკუმენტიდან ამოვარდება, ამის 1%-იან შანსსაც არ ვუშვებ, საკითხი ასე არ დგას!

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მოლაპარაკების დოკუმენტში ექვსივე პუნქტი, მათ შორის რიგგარეშე არჩევნებისა და პატიმრების გათავისუფლების საკითხი უნდა დარჩეს. როგორც ვაშაძემ კრისტიან დანიელსონთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთ შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, არ ფიქრობს, რომ დღევანდელი შეხვედრა მოლაპარაკების პროცესში ბოლო იქნება.

„ჩემთვის პრინციპულია რომ ექვსივე საკითხი იყოს დოკუმენტში და თითოეულ ამ საკითხზე იყოს შეთანხმება. რა თქმა უნდა, დიდ ანგარიშს გავუწევ დასავლელი პარტნიორების პოზიციას, მაგრამ ყველასთვის ცნობილია ჩვენი პოზიციებიც. ყველა საკითხი უნდა იყოს დოკუმენტში. საუბრებია, რომ რიგგარეშე არჩევნების ან პატიმრების საკითხი ამ დოკუმენტიდან ამოვარდება, პირდაპირ გეუბნებით, ამის 1%-იან შანსსაც არ ვუშვებ. ასე არ დგას საკითხი, ეს არის არასწორი ინფორმაცია, რაც ვრცელდება. ორივე ეს საკითხი აუცილებად იქნება“,- განაცხადა ვაშაძემ.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება
სილქნეტმა ინტერნეტ სიჩქარის ტესტირების ჯილდო მსოფლიოში აღიარებული მონაცემთა ტესტირებისა და ანალიტიკის კომპანია Ookla - ოკლასგან მიიღო