ირაკლი ღარიბაშვილი მარინა კალიურანდთან შეხვედრის შესახებ - შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ დიალოგს, დაინტერესებულ მხარეებს შორის, არსებითი მნიშვნელობა აქვს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელ მარინა კალიურანდთან შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში საქართველო-ევროკავშირის წარმატებული თანამშრომლობა განიხილეს.

ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ პრემიერმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„შევხვდი მარინა კალიურანდს, საქართველოს ნამდვილ მეგობარს და აქტიურ მხარდამჭერს. განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის წარმატებული თანამშრომლობა რიგ სფეროებში. შევთანხმდით, რომ პოლიტიკურ დიალოგს, დაინტერესებულ მხარეებს შორის, არსებითი მნიშვნელობა აქვს. ევროპარლამენტის მზარდი ჩართულობა ხელს შეუწყობს საქართველოს შემდგომ დაახლოებას ევროკავშირთან“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო