აკაკი მინაშვილი - თუ პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდნენ და ვადამდელი არჩევნები არ ჩატარდება, ეს ნიშნავს, რომ „ოცნება“ წავა ევროპის წინააღმდეგ და შეთანხმება არ შედგება

ჩვენი მკაფიო პოზიციაა, რომ გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები - თუ ამ საკითხებზე არ იქნება კომპრომისი „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ „ოცნება“ წავიდა ევროპის წინააღმდეგ და შეთანხმება არ შედგება, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ აგრესიულ რიტორიკას გაარძელებს, ეს ნიშანვს იმას, რომ ევროპისკენ კარს ხურავენ.

„მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩვენი ძალიან მტკიცე და მკაფიო პოზიცია, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ვსაუბრობთ იმისთვის, რომ ქვეყანაში კრიზისი გადაწყდეს, ეს არის გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ეს არის მთავარი საკითხები და თუ ჩვენ ამ საკითხებზე არ გვექნება შენხვედრი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებისგან და თუ ამ მოთხოვნებსა და პრიორიტეტულ საკითხებზე არ იქნება კომპრომისი „ქართული ოცნების“ მხრიდან, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ „ოცნება“ წავიდა ევროპის წინააღმდეგ და შეთანხმება არ შედგება.

ჩვენ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრის უტიფარი განცხადებები ბრიუსელში და ასევე, აქ კობახიძის და თალაკვაძის განცხადებები. მათ განაცხადეს, რომ არც არჩევნები არ იქნება და არც პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან. ამ შემთხვევაში ჩვენი პოზიცია არის და გავიმეორებ - თუ ნიკა მელია და გიორგი რურუა არ იქნებიან გათავისუფლებული და თუ არ იქნება ვადამდელი არჩევნები და ეს საკითხები არ იქნება გადაწყვეტილი, მაშინ შეთანხმება ვერ შედგება. თუ ეს აგრესიული რიტორიკა „ოცნებისგან“ გაგრძელდა, ეს ნიშანვს იმას, რომ ევროპისკენ კარს ხურავენ“ , - განაცხადა მინაშვილმა.

ცნობისთვის, ამ წუთებში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის ევროკავშირის ოფისში, მედიატორ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით შეხვედრა მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო