რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრების და მხარდამჭერების აქცია დასრულდა

რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ ორგანიზებული აქცია დასრულდა. აქციის დასრულებისას აქტივისტებმა საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები ავტომსვლელობით რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდნენ. ისინი პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიას შეძახილებით: „ნიკა, ნიკა“ მიმართავდნენ.

აქციის მონაწილეებს ხელში საქართველოს დროშები ეჭირათ, ასევე სახეზე ნაჭრები წარწერით: ,,Freedom for fox - თავისუფლება მელიას” ეკეთათ.

ნიკა მელია „ნაცმოძრაობის” მხარდამჭერებს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან მიესალმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა