მედია - ირანში ცეცხლის ფესტივალის დროს დაიღუპა 10 და დაშავდა ასობით ადამიანი

ირანში ცეცხლის ტრადიციული ფესტივალის დროს მომხდარი ინციდენტების დროს დაიღუპა 10 და დაშავდა ასობით ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, სახელმწიფო ტელევიზიამ მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა, თუმცა საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ ეს შემთხვევები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოხდა და ბევრი მათგანი ფოიერვერკების დამზადებას უკავშირდება.

გავრცელებული ინფორმაციით, თითქმის 1 900 დაშავებულიდან 200-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამასთან, წუხელ სასწრაფო დახმარების და სამაშველო ბრიგადების მანქანები დაზიანდა და სამართალდამცავებმა კანონისა და წესრიგის უგულებელყოფის გამო ათობით ადამიანი დააკავეს.

აღსანიშნავია, რომ დაშავებული ადამიანების თითქმის ნახევარი 16 წლამდე პირია.

ცეცხლის ყოველწლიური ფესტივალი ირანულ ახალ წლამდე, ნოვრუზამდე უკანასკნელ სამშაბათს ღამით აღინიშნება. რიტუალის ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 1700 წლიდან იღებს სათავეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა