სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო 19 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 19 მარტს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბურთალოს რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), ონიაშვილის, კანდელაკის, ბუდაპეშტის, ტაშკენტის, ფანჯიკიძის, კვანტალიანის, გოძიაშვილის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

„გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თავხელიძის, თოფურიას, ცინცაძის, თამარაშვილის, ქავთარაძის, აფაქიძის და კვერნაძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის და ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების და ონიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ¬¬¬¬¬ვარკეთილი-3 VII კვარტლის, კალოუბნის, შუამთის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი- 3 I მიკრორაიონის, აეროპორტის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, საქართველოს ერთიანობისათვის მებრძოლთა, სამგორის, ბერიძის, გუჯეჯიანის, შიუკაშვილის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონიში გეგმური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ქსნის, არბოს, ქვიშხეთის და ვარდისუბნის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.

გლდანის რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი I მიკრორაიონის, ბოჭორიშვილის, მოსულიშვილის, ლაზოს, შუშის, მონასტრის, ტაძრის, ჭედიას, წერეთლის, სარაჯიშვილის, წყალსადენის და კუპატაძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონში ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I, II, III კვარტლების, კოსმონავთების სანაპიროს, რობაქიძის გამზირის (ნაწილობრივ), ბაქრაძის, ხოშარაულის, აგლაძის, გოგოლაურის, კერესელიძის, ყიფიანის, გვეტაძის, გაფრინდაულის და დიდუბის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა