ირაკლი ღარიბაშვილი დევიდ მაკალისტერთან შეხვედრაზე - მქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა, გამეზიარებინა ინფორმაცია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, დევიდ მაკალისტერთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

როგორც მთავრობის მეთაური წერს, საქართველოს ურყევი გადაწყვეტილებაა, განახორციელოს ყველა აუცილებელი რეფორმა, რათა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე შეიტანოს განაცხადი.

„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი მოლაპარაკებები დევიდ მაკალისტერთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების რიგ საკითხებზე. მქონდა შესანიშნავი შესაძლებლობა, გამეზიარებინა ინფორმაცია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მიღწეული პროგრესის შესახებ. საქართველოს ურყევი გადაწყვეტილებაა, განახორციელოს ყველა აუცილებელი რეფორმა, რათა შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო